პროკურორის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ე.წ საკალმახის ტერიტორიაზე გატყუებას ადგილი არ ჰქონია, რასაც მისი გადაადგილების მარშრუტიც ადასტურებს

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილის ე.წ საკალმახის ტერიტორიაზე გატყუებას ადგილი არ ჰქონია, რასაც მისი გადაადგილების მარშრუტიც ადასტურებს. ამის შესახებ პროკურორმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360“გრადუსი განაცხადა.

გულუაშვილის თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის დანიშნულების ბოლო პუნქტი ის ადგილი იყო, სადაც 22 ივლისს მისი ავტომობილი იპოვეს.

„არანაირ გატყუებას ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ე.წ საკალმახის ტერიტორიაზე ან სხვა ობიექტზე, რომელიც ბოლო პერიოდში მედია საშუალებების მიერ სახელდებოდა. დანიშნულების ბოლო პუნქტი იყო ის ადგილი, სადაც 22 ივლისს იქნა აღმოჩენილი თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილი. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში ამოსავალი წერტილი არის მარშრუტის უტყუარობა, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თავის ავტომანქანით გადაადგილების დროს ამ გზაზე არ ყოფილა და არც საკალმახის, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი ნახსენები ობიექტის მიმდებარე ტერიტორიაზე არ ყოფილა თავისი ავტომობილით“, - განაცხადა გულუაშვილმა.

ზაალ ანჯაფარიძე - ოპოზიციის მიერ დანიელსონის დოკუმენტის რევიზიის მცდელობა მათი კიდევ ერთი უგუნური შეცდომა იქნება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციას დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ნაკლებად შეიძლება ჰქონდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.04.2021
არასტანდარტულ დროში არაკონვენციური გადაწყვეტის როლზე: საქმე ხელშესახები შედეგის მისაღწევად
„ლისი დეველოპმენტისა“ და ჰოლანდიური განვითარების ბანკ - FMO-ს შორის 10-წლიანი წარმატებული თანამშრომლობა დასასრულს მიუახლოვდა
ფინკა ბანკი - ექსკლუზიური პირობები ფერმერებს აგრო სესხებზე
„ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი რეიტინგის მაჩვენებელი BB დონიდან BB+ დონემდე გაუმჯობესდა
საგაზაფხულო შეთავაზება პროექტისგან “მოედანი“
კრიპტალზე ვიზა და მასტერქარდის გამოყენებით ლარის განაღდება უფასო გახდა
ლიბერთისა და ნიუ ვიჟენის პარტნიორობა - აგრო დაზღვევის ახალი სერვისი ფერმერებისთვის
„ტერასა რეზორთ ბაკურიანის“ განსაკუთრებული შეთავაზება აპარტამენტებზე 30 აპრილამდე გრძელდება