ბათუმში, აჭარის წყლის ქუჩაზე, წყალარინების და სანიაღვრე სისტემების ახალ ქსელზე გადართვა დასრულდა

აჭარის წყლის ქუჩაზე, მოსახლეობის წყალარინების და სანიაღვრე სისტემების ახალ ქსელზე გადართვა დასრულდა. ამის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, შპს „ბათუმის წყალი“ ამ ეტაპზე სამუშაოებს მამია ვარშანიძის შესახვევში, მელიქიშვილის ჩიხში, თამარ მეფის გამზირზე, ანგისის პირველ შესახვევში და სარაჯიშვილის ქუჩაზე აწარმოებს. მიმდინარე სამუშაოებს „ბათუმის წყლის“ გენერალური დირექტორი მარიკა გვიანიძე ადგილზე გაეცნო.

„აღნიშნულ დასახლებაში წყალარინების პრობლემა ათწლეულების განმავლობაში არსებობდა და ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ძალიან ბევრ ადამიანს სერიოზული დისკომფორტი ექმნებოდა. ამ ეტაპზე წყალარინებისა და სანიაღვრე ქსელზე დაერთების სამუშაოები რამდენიმე ქუჩაზე მიმდიანრეობს. აჭარის წყლის ქუჩაზე დაერთებების სამუშაობი დასრულებულია, რაც წყალარინების ქსელის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს“, - აცხადებს გვიანიძე.

ცნობისთვის, აგვისტოში წყალარინების ახალ ქსელზე 46-ზე სანიაღვრე სისტემაზე კი 57 აბონენტი გადაერთო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო