მადრიდის ნაწილში საკარანტინო შეზღუდვები წესდება

მადრიდის ნაწილში ორშაბათიდან კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი საკარანტინო შეზღუდვები წესდება, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეზღუდვები დედაქალაქის ყველაზე მეტად დაზარალებულ 37 რაიონს შეეხება, სადაც, ჯამში, 850 000 ადამიანი ცხოვრობს.

შეზღუდვების თანახმად, მოქალაქეებს საკუთარი საცხოვრებელი ზონის დატოვების უფლება მხოლოდ იმ შემთვევაში ექნებათ, თუ სამსახურში, სკოლაში ან სამედიცინო დახმარების მისაღებად გადაადგილდებიან, გარდა ამისა, აიკრძალება 6-ზე მეტი ადამიანის შეკრება, საზოგადოებრივი პარკები და ბიზნეს დაწესებულებები კი 22:00 საათამდე უნდა დაიკეტოს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემების თანახმად, ესპანეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსის 625 651 შემთხვევაა დადასტურებული. ესპანეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ მადრიდში 1 სულ მოსახლეზე ინფიცირების მაჩვენებელი ორჯერ მეტია ქვეყნის საშუალო მაჩვენებელზე.

იხილეთ ვიდეო: მადრიდის ნაწილში საკარანტინო შეზღუდვები წესდება

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო