ქარელი-ხაშურის მონაკვეთზე ავარიის შედეგად მიკროავტობუსის ერთი მგზავრი დაიღუპა და 10 დაშავდა

ხაშური-გორის მონაკვეთზე სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 10-მდე მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. მიკროავტობუსი საჩხერიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები გორის, ქარელის და ხაშურის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ყველაზე მძიმეა შუახნის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ქარელის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, საშუალო სიმძიმისაა ამავე კლინიკაში შეყვანილი ორი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა. საშუალო სიმძიმისაა ასევე გორში, კლინიკა "გორმედში“ მოთავსებული 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია