საფრანგეთის ფინანსთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრს, ბრუნო ლე მერს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ მინისტრმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.

„კორონავირუსი დამიდასტურდა. მაშინვე მივყევი მთავრობის მიერ დაწესებულ წესებს და თვითიზოლაციაში გადავედი,“- წერს ბრუნო ლე მერი.

მისივე თქმით, თვითიზოლაციაში 7 დღის განმავლობაში დარჩება.

ცნობისათვის, პარასკევს საფრანგეთში კორონავირუსის 13 215 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც, პანდემიის დაწყების დროიდან, რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს