კვიპროსმა ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების დაწესება კვლავ დაბლოკა

კვიპროსმა ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქციების დაწესება კვლავ დაბლოკა, - ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ნიქოზიის წარმომადგენელმა სანქციების პროექტს ვეტო 18 სექტემბერს, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის სხდომაზე დაადეს.

„კვიპროსის ასეთი ნაბიჯი იცავს ალექსანდრე ლუკაშენკოს სანქციებისგან“, - განუცხადა სააგენტო dpa-ს ერთ-ერთმა ევროპელმა დიპლომატმა.

კვიპროსი ამ ქმედებას იმით ხსნის, რომ მას თურქეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება სურს. კერძოდ, კვიპროსი სანქციების დაწესებას იმ 7 თურქული კომპანიის წინააღმდეგ ითხოვს, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის სადავო წყლებში გაზის მოპოვებაზე მუშაობენ.

თურქეთთან დაკავშირებით კვიპროსის პოზიციას მხარი ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა, კლემან ბონმა დაუჭირა.

„ევროკავშირმა სანქციების დაწესებაზე უნდა იმსჯელოს, თუ თურქეთი გააგრძელებს კვიპროსის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნას“, - განაცხადა კლემან ბონმა.

შეგახსენებთ, ევროკავშირს ბელარუსი 40-მდე მაღალჩინოსნის წინააღმდეგ სანქციების დაწესება სურს. ბლოკის განმარტებით, ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებასა და მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევებზე არიან პასუხისმგებლები. სანქციების ამოქმედება უკვე ორ კვირაზე მეტია ვერ ხერხდება, ვინაიდან ამისთვის ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის თანხმობაა საჭირო. სანქციების პროექტს ვეტო კვიპროსმა 10 სექტემბერსაც დაადო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა