სომხეთში კორონავირუსის 244 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა

სომხეთში, ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 244 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 47 154- მდე გაიზარდა. ინფორმაციას სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამეში ქვეყანაში კოვიდ-19-ს კიდევ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა 928-ს მიაღწია.

ბოლო მონაცემებით, სომხეთში, საერთო ჯამში, კორონავირუსით დაინფიცირებული 42 551 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამჟამად მკურნალობა 3 675 პირს უტარდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა