მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ახალი შემთხვევების მატებასთან ერთად, მძიმე, კრიტიკული, მსუბუქი და საშუალო პაციენტების ხვედრითი წილი იზრდება

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ბოლო 24 საათში ინფიცირებულებს შორის არასრულწლოვნებიც არიან.

როგორც მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან აცხადებს, ახალი შემთხვევების მატებასთან ერთად, მძიმე, კრიტიკული, მსუბუქი და საშუალო პაციენტების ხვედრითი წილი იზრდება.

„თუ დინამიკაში დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას გავყვებით, მსუბუქი, საშუალო, მძიმე და კრიტიკული პაციენტები მიჰყვება. რა თქმა უნდა, რაც მეტი იქნება დაინფიცირებული, ხვედრითი წილი იზრდება სიმძიმეების. ჩვენ არ გვყავდა ამდენი კრიტიკულად მძიმე და მძიმე პაციენტი, მაგრამ ასეთ მზარდ დადასტურებულ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, ხვედრითი წილი მძიმე, კრიტიკული, მსუბუქი და საშუალო პაციენტების იზრდება.

თანაფარდობა ლაპარაკობს რომ სიტუაცია მართვადია. მსოფლიო მონაცემები როგორც არის კრიტიკულად მძიმე და მძიმე პაციენტების პროცენტული რაოდენობაზე, იმაზე ბევრად დაბალია ჩვენთან “, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე, არის თუ არა ქვეყანაში განმეორებით დაინფიცირების შემთხვევა, ეზუგბაია აცხადებს „ განმეორებით დაინფიცრებაზე მონაცემები ჯერ არ აქვთ“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო