ოთარ კახიძე - ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებზე ძალადობასა და მათზე ფიზიკურ ანგარიშსწორებას წლების მანძილზე ახალისებს

„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის ოთარ კახიძე მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტ ლაშა ცუცქირიძეზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტი გამოიძიონ.

ოთარ კახიძის თქმით, „ასეთი ზონდერ ჯგუფების უკან „ქართული ოცნება“ დგას“.

„დღემდე დაუსჯელნი არიან 2013 წელს პარლამენტის ბიბლიოთეკასთან ჯგუფურად მოძალადე პირები და მათი ხელმძღვანელები; დეპუტატ ნუგზარ წიკლაურზე ჯგუფური თავდასხმის ჩამდენები და ორგანიზატორები; კორცხელში ხელისუფლების წარგზავნილ “ზონდერთა ჯგუფი” და მათი კურატორები; ახალქალაქში ოპოზიციური პარტიის ლიდერებზე თავდამსხმელთა ჯგუფი;გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე აეროპორტში თავდამსხმელი ზონდერები და აღნიშნული თავდასხმის დამკვეთები და ა.შ.

მოვუწოდებთ პროკურატურას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს მომხდარი და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯონ დამნაშავეები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იქნება მორიგი დასტური, რომ თავდამსხმელთა უკან დგას „ქართული ოცნება“.

ხელისუფლების მხრიდან ზონდერ ჯგუფების გამოყენება ოპოზიციის წარმომადგენლებზე ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით არის სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ქმნის წინასაარჩევნოდ ძალადობრივ ფონს და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას ჩვენ საზოგადოებაში“ , - განაცხადა ოთარ კახიძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს