სასამართლოში რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის მერაბ ბესელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის მერაბ ბესელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე, რომელიც დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს, პროკურატურა დაკავებულის მიმართ აღკევთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას მოითხოვს.

როგორც მერაბ ბესელიას ადვოკატი, პაატა მეხრიშვილი აცხადებს, ბრალდებული მომხდარის ფაქტობრივ გარემოებებს ეთანხმება, თუმცა, ბრალის ფორმულირებას არა.

ადვოკატის განმარტებითვე, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გასროლა მორაგბე „შვიდკაცას“ კაპიტანის რამაზ ხარაზიშვილის შეშინებისა და შეჩერების მიზნით, იატაკის მიმართულებით მოახდინდა. მეხრიშვილის თქმით, ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის კონფლიქტი პირადულია და ის ფინანსებს არ უკავშირდება.

ცნობისთვის, მერაბ ბესელიას რამაზ ხარაზიშვილის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ედავებიან.

იხილეთ ვიდეო: სასამართლოში რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტის მერაბ ბესელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა