ლევან თარხნიშვილი - ადამიანების იგნორირება, გამდიდებული ბიუროკრატები, ზეწოლა და ორმაგი სტანდარტი - ესაა “ქართული ოცნების” სახე

„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი გორსა და კასპში ლევან თარხნიშვილი, ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო დარღვევებზე საუბრობს.

ლევან თარხნიშვილის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები, წინასაარჩევნოდ აქტიურად ახორციელებენ მოსყიდვას, საჯარო მოხელეები პარტიულ საქმიანობაში ერთვებიან და ხელისუფლების მიერ დაქირავებული სხვადასხვა ზონდერ-ჯგუფი ოპონენტების საარჩევნო პლაკატების შეზღუდვას მათი ჩამოხევით ცდილობს.

ლევან თარხნიშვილის თქმით, ამგვარი ზეწოლა, ორმაგი სტანდარტი და ადამიანების იგნორირება უნდა დასრულდეს, რასაც გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება.„2020 წლის საარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ნათლად ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ ისევ ნაცადი ხერხებით - ძალდობა, ამომრჩეველებზე ზეწოლა, დაშინება, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება- ცდილობს ფონს გასვლას. დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ რამდენიმე ფაქტი:

1. თამარ კანდელაკი - „ქართული ოცნების“ აგიტატორი - ე.წ. „უფასო წამლების“ აქციაში მონაწილეთა სიაში შესატან ადამიანებს ახარისხებდა პარტიული სიმპატიების მიხედვით და ოპოზიციის მომხრეებს ემუქრებოდა, რომ თუ აზრს არ შეიცვლიდნენ ვეღარ მიიღებდნენ კუთვნილ მედიკამენტებს.

2. ქ. გორში საზოგადოებრივი ტრანპორტის გაჩერებებიდან ჩამოხეული იქნა „ევროპული საქართველოს“ და მისი მაჟორიტარი კანდიდატის პლაკატები. მიზეზად დასახელდა, რომ ეს არის სარეკლამო სივრცე და მასზე მხოლოდ შესაბამისი რეკლამის განთავსებაა შესაძლებელი, თუმცა ამავე დროს დასუფთავების სამსახურმა ხელი არ ახლო „ქართული ოცნების“ კანდიდატის პლაკატს.

3. ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული აიპები აქტიურად ეწვიან „ქართული ოცნების“ და მისი კანდიდატის აგიტაციას. მაგალითად, ჩვენ ხელში ჩაგვივარდა ბლანკი, რომლითაც „ამპუტანთა საფეხბურთო კლუბი“ მმართველი პარტიის დავალებით აგროვებს „მომხრეების“ პირად მონაცემებს.

უნდა აღვნიშნოთ, რომ ნახსენები დარღვევებიდან განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ბოლო, როდესაც არამარტო ირღვევა კანონი, არამედ კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფისთვის გამოყოფილი თანხები გამოიყენება ასევე სახელმწიფო ფულით და თანამდებობით გამდიდრებული ადამიანის საარჩევნო კამპანიისთვის.სწორედ ესაა „ქართული ოცნების“ სახე - ადამიანების იგნორირება, მოპარული ფული, გამდიდრებული ბიუროკრატები, სახელმწიფო რესურსის ხარჯვა, ზეწოლა და ორმაგი სტანდარტი.ეს უნდა დასრულდეს! გარდამტეხი ცვლილებების დროა. „ევროპული საქართველო“ იქნებათქვენი კომპასი ამ ცვლილებებისთვის!“ -აცხადებს ლევან თარხნიშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო