პოლიტიკოსი ქალების უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებულ დოკუმენტს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი

პარლამენტთან პოლიტიკოსი ქალების უფლებების დაცვის მიზნით შემუშავებულ დოკუმენტს ოპოზიციური პარტიების ქალმა პოლიტიკოსებმა ხელი მოაწერეს. ხელმოწერა პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ქალი წევრების ორგანიზებით შედგა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ აცნობეს.

პოლიტიკოსი ქალების უფლებების დასაცავად შემუშავებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პოლიტიკოსი ქალები თავიანთი პარტიული კუთვნილების თუ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ერთიანდებიან იმისთვის, რომ დაგმონ ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღება, გავრცელება, კადრების გავრცელებით დაშინება და შანტაჟი.

„პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით გარანტირებული უფლებაა, რომლის დაცვა თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. ესაა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, ძირითადი უფლება.

ბოლო წლებში ხშირად ხდება პოლიტიკოსებისა თუ სხვა საჯარო პირების პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების სხვადასხვა საშუალებით გავრცელება ან ამ კადრების გავრცელებით მანიპულირება და შანტაჟი. ამ მხრივ, განსაკუთრებული სამიზნე ქალები არიან. პირადი ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციის და სრული მარგინალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია.

დაუშვებელია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამოყენება დაშანტაჟების მიზნით. ჩვენ ვგმობთ მსგავსი ფორმით ქალების პირად თუ საზოგადოებრივ ცხოვრებაზე იერიშის მიტანას. ქალების წინააღმდეგ ასეთი მეთოდებით ბრძოლა არა მხოლოდ არღვევს ადამიანის უფლებებს, არამედ ძირს უთხრის წარმომადგენლობით დემოკრატიას.

ჩვენ მოვუწოდებთ ყველა შესაბამის უწყებას უმკაცრესი რეაგირება მოახდინონ ამგვარ ფაქტებზე. ვერავინ ვერ უნდა გაბედოს უხეშად ხელყოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა" - ნათქვამია დოკუმენტში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა