„თავისუფალი საქართველო“ - იაფი მედიკამენტების პროგრამა კვლავ მონოპოლიების თავდასხმის სამიზნეა

„თავისუფალი საქართველოს“ იაფი მედიკამენტების პროგრამა კვლავ მონოპოლიების თავდასხმის სამიზნეა“, - ამის შესახებ „თავისუფალი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარტიიდან აცნობეს, „თავისუფალმა საქართველომ“ ტელევიზიებს მიაწოდა უფასო პოლიტიკური რეკლამა, რისი ეთერში განთავსების ვალდებულებასაც მაუწყებლებს კანონი აკისრებს, თუმცა, მათ ეთერში არ განათავსეს.

„ თავისუფალი საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთ ცენტრალურ საკითხს წარმოადგენს პარტიის მიერ წარმოებული პროგრამა - იაფი მედიკამენტები, საქართველოს ყველა მოქალაქეს საშუალებას აძლევს, მცირე მეწარმეების დახმარებით შეიძინოს 70-80%-ით იაფ ფასში ხარისხიანი მედიკამენტები თურქეთსა და მეზობელ სახელმწიფოებში.

სწორედ აღნიშნულ პროგრამაზე მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, „თავისუფალმა საქართველომ“ დაამზადა და ტელევიზიებს მიაწოდა უფასო პოლიტიკური რეკლამა, რისი ეთერში განთავსების ვალდებულებას მაუწყებლებს კანონი აკისრებს. თუმცა, როგორც საზოგადოება შეამჩნევდა, ცენტრალური ტელევიზიების ეთერებით წინასაარჩევნოდ გადაიცემა პრაქტიკულად ყველა კვალიფიციური სუბიექტის რგოლი, გარდა „თავისუფალი საქართველოსი“.

ამის მიზეზი, სრულიად გაუგებარი და ყოველგვარ კანონიერ საფუძველს მოკლებული მითითებებია, რომლებსაც მედიასაშუალებები იღებენ მარეგულირებელი კომისიიდან და სხვა უწყებებიდან, თითქოს ამ რგოლის ეთერში განთავსება გამოიწვევს მათ დაჯარიმებას და სხვა სანქციებს. რეალურად კი საქმე გვაქვს ხელისუფლების და სააფთიაქო მონოპოლიების მცდელობასთან, ხელოვნურად შეაფერხონ „თავისუფალი საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანია და შეუზღუდონ პარტიას კანონით მონიჭებული უფლება, მიაწოდოს მოსახლეობას ინფორმაცია პარტიის საქმიანობის და პროგრამის შესახებ.

მათივე ინფორმაციით, იაფი მედიკამენტების პროგრამა პირველად არ გამხდარა მონოპოლიების მხრიდან თავდასხმის და უსაფუძვლო ბრალდებების სამიზნე: მცირე ხნის წინ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „თავისუფალ საქართველოს“ ამომრჩევლის მოსყიდვაში დასდო ბრალი, ხოლო ახლა პარტიას საარჩევნო რეკლამის განთავსების უფლებაც კი შეუზღუდეს.

„თავისუფალმა საქართველომ“ აღნიშნულ საკითხზე უკვე მიმართა საჩივრით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და მოითხოვა სამართლებრივად დასაბუთებული განმარტება პარტიის ვიდეორგოლის ეთერიდან მოხსნის შესახებ“,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო