გიორგი გახარია - სამარცხვინო იყო, როდესაც პენსიის ზრდა არჩევნების წინ ყოველთვის სპეკულაციების საგანი იყო

სამარცხვინო იყო, როდესაც პენსიის ზრდა არჩევნების წინ ყოველთვის სპეკულაციების საგანი იყო. შევძელით, რომ ეს საკითხი შეტანილია კანონში, რაც გარანტიას აძლევს თითოეულ პენსიონერს, რომ ეკონომიკის ზრდის პარალელურად, მისი შემოსავალი გაიზრდება,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სოფელ ჭყვიშში სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, „ქართული ოცნების“ მთავარი სამიზნე ადამიანია და მმართველი გუნდის მიზანია, რომ ყველა ადამიანისთვის თანაბარი პირობები შეიქმნას.

„ქართული ოცნების“ ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე ყოველთვის იყო ადამიანი და მისი ღირსება, სამართლიანობა. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ შეუძლებელია სახელმწიფო არ ზრუნავდეს და არ ფიქრობდეს ბავშვებზე და მათი საუკეთესო ინტერესები არ იყოს სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ისევე როგორც შეუძლებელია, სახელმწიფო არ ფიქრობდეს ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებზე. სამარცხვინო იყო, როდესაც პენსიის ზრდა არჩევნების წინ ყოველთვის იყო სპეკულაციების საგანი. შევძელით ის, რომ საკანონმდებლო დონეზე შეტანილია კანონში, რომელიც გარანტიას აძლევს თითოეულ პენსიონერს, რომ ყოველწლიურად ეკონომიკის ზრდის პარალელურად, მისი შემოსავალი გაიზარდოს. შეუძლებელია, რომ ისეთი სისტემური სფეროები, როგორიცაა - მასწავლებელი, ექიმი, პოლიციელი იყვნენ სახელმწიფოს ყურადღების გარეშე. ეს ის ხალხია, რომელიც სახელმწიფოს სახელით ემსახურება ჩვენს მოქალაქეებს და რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ უდიდესი ყურადღება გვექნება. მიუხედავად ყველაფრისა, რაც არ უნდა იძახონ და ვისაც არ უნდა მოსწონდეს, ჩვენ ამ ხალხის მიმართულებით გავაგრძელებთ ყურადღებას. ძირითადი მიზანი იქნება, რომ თანაბარი პირობები შევქმნათ ყველასთვის, არ ქონდეს მნიშვნელობა ახალგაზრდა ვანში ცხოვრობს, თბილისში, სამტრედიაში თუ ქუთაისში, ყველას უნდა შეეძლოს მიიღოს ერთნაირი განათლება, ერთნაირი შესაძლებლობები, მედიცინა და ერთნაირი სოციალური დახმარება. ეს არის ჩვენი ძირითადი მიზანი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიზნის განსახორციელებლად ჩვენ გავიმარჯვებთ ერთად. ეს გამარჯვება, რაც მთავარია, იქნება სამართლიან ბრძოლაში და ეს არ იქნება ერთი პარტიის გამარჯვება, ეს იქნება ქვეყნის გამარჯვება“,- განაცხადა გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა