არჩილ თალაკვაძე - ჩვენ გვყავს ძლიერი ლიდერი და ჩვენს გუნდს აქვს დიდი რესურსი მომავალშიც გააგრძელოს განვითარება

განათლების სექტორში ფუნდამენტური რეფორმები გაგრძელდება, განათლებით თქვენი შვილები, ახალი თაობა შეძლებს უფრო წარმატებული, ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას, ამაში კი დიდი რესურსი ჩაიდება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ, სოფელ ჭყვიშში, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენისას განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველმა გუნდმა შეძლო წინა ხელისუფლებებზე უკეთ დაეცვა ადამიანის ჯანმრთელობა და თვისუფლების უფლებები.

„ჩემთვის დიდი პატივია დღეს ამ შეხვედრაში მივიღო მონაწილეობა, ამ ანტიკური ისტორიის მქონე მხარეში, მუნიციპალიტეტში, ქალაქში ვისაუბროთ მომავალზე, რისი გაკეთება შევძელით და რისი გაკეთება შეგვიძლია მომავალში.

მე ვანთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს, მეამაყება რომ ჩემს შვილებს პირდაპირი მშობლიური კავშირი აქვთ ვანთან. რა თქმა უნდა, თითოეული ადამიანი, როდესაც არჩევანს აკეთებს ფიქრობს ორ ძირითად საკითხზე, პირველი, რისი გაკეთება შევძელით ერთად, რისი გაკეთება შეძლო ამ გუნდმა, მეორე-რის გაკეთებას შეძლებს ეს გუნდი მომავალში. რა თქმა უნდა, ორივე კითხვაზე მოკლე პასუხი გვაქვს, გულწრფელი და მკაფიო პასუხი. ჩვენ თქვენი მხარდაჭერით ყველაზე უკეთ შევძელით ამ წლების განმავლობაში დაგვეცვა ჩვენი სამშობლოს, მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ყველაზე უკეთ შევძელით წინა ნებისმიერ ხელისუფლებასთან შედარებით ზრუნვა ადამიანზე, მის ჯანმრთელობაზე და უფლებების დაცვაზე“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის თქმით, მმართველ გუნდს ძლიერი ლიდერი ჰყავს, „ქართულ ოცნებას“ კი აქვს რესურსი ქვეყნის განვითარება გააგრძელოს.

„ მინდა განსაკუთრებით გამოვყო ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც ამ წლების განმავლობაში გაკეთდა ბიძინა ივანიშვილის და ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით. მხოლოდ რამდენიმე მაგალითი აჩვენებს, რამდენად სტრატეგიული და მასშტაბურია ეს პროექტები-ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, აბასთუმნის განვითარების პროექტი, შავიზღვისპირა ზონის ეკონომიკური განვითარების პროექტი და სხვა მნიშვნელოვანი პროექტების რიცხვი, რომელიც არის ასეულობით, აჩვენებს რომ ჩვენ გვყავს ძლიერი ლიდერი და ჩვენს გუნდს აქვს დიდი რესურსი მომავალშიც გააგრძელოს განვითარება“,-განცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო