ინდოეთში „ალ-ქაიდას“ ცხრა მებრძოლი დააკავეს

ინდოეთის ეროვნული საგამოძიებო სააგენტო აცხადებს, რომ „ალ-ქაიდას“ ცხრა მებრძოლი დააკავეს, რომლებიც ქვეყანაში ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას რამდენიმე ადგილას, მათ შორის დედაქალაქ ნიუ-დელიში, გეგმავდნენ.

„დაჯგუფება ინდოეთში ტერორისტული თავდასხმების განხორციელებას გეგმავდა, რისი მიზანიც უდანაშაულო ადამიანების დახოცვა იყო. ისინი თავდასხმებს სხვადასხვა ლოკაციაზე გეგმავდნენ, მათ შორის დედაქალაქში,“- ნათქვამია საგამოძიებო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, დაკავებულები „ალ-ქაიდას“ იმ განშტოებასთან არიან დაკავშირებული, რომელსაც პაკისტანი აფინანსებს. ცხრავე დაკავებული სასამართოს წინაშე წარდგება, რომელიც მათთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებაზე იმსჯელებს.

შეგახსენებთ, შარშან ინდოელმა სამხედროებმა ქაშმირში "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებული შეიარაღებული დაჯგუფის ლიდერი მოკლეს, რასაც სადავო რეგიონის ნაწილში პროტესტი მოჰყვა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
ლევან დოლიძე - რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ვაშინგტონსა და ბრიუსელში ჩვენს შიდა პრობლემებზე მსჯელობა, მით უფრო გაგვიჭირდება მათთან იმ საკითხებზე საუბარი, რასაც ქვეყნის ინტერესები მოითხოვს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით