„თავისუფალი საქართველოს“ წევრი - ქართულ ტყეს გადარჩენა სჭირდება

„თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის, რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის მაჟორიტარი კანდიდატის, პაატა მაცაბერიძის განცხადებით, ქართულ ტყეს გადარჩენა სჭირდება. ამ საკითხთან დაკავშირებით „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის რეგიონალურ ოფისში ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე ყურადღება გამახვილდა რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის ტყეებში არსებულ ვითარებაზე.

„ტყეებთან არსებული პრობლემა სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს. ერთი მხრივ, ტყეები უმოწყალო გაჩეხვას უნდა გადავარჩინოთ, მეორე მხრივ კი, სასწრაფოდ უნდა მოხდეს ტყეების გამოხშირვა დაავადებული ხეებისგან, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველო უმძიმეს ეკოლოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდება“- განაცხადა მაცაბერიძემ.

მისივე აზრით, ტყეებს აუცილებელი სანიტარული ჭრა სჭირდება.

„ჩვენ ვითხოვთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს გამოსახშირი ხეების მონიშვნა, რომელსაც შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობა თავად მოჭრის და მიზანმიმართულად გამოიყენებს. მოსახლეობა დადგენილი ლიმიტის ფარგლებში თავად გადაწყვეტს, მოპოვებული მასალა გაყიდოს, თუ მისგან თუნდაც კოტეჯის ტიპის ნაგებობები ააშენოს.

ჩვენი ინფორმაციით, დღეისათვის მსჯელობა მიდის იმაზე, რომ მოჭრილი ხეები ე.წ. „საქმიანი ეზოს“ ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გადაეცეთ, რომლებიც ხე-ტყის ბიზნესში არიან ჩართულნი.

ადგილობრივი მოსახლეობა, რომელიმე ბიზნესმენის გადაწყვეტილებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. ხალხმა საკუთარი სიმდიდრე თავად უნდა განკარგოს“,- განაცხადა პაატა მაცაბერიძემ.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2021
როგორ გადავჭრათ „ნამახვანჰესის“ პრობლემა?
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით