დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღების მშენებლობა მიმდინარეობს

ზუგდიდში, სენაკსა და ფოთში დევნილთა დასახლებებში საბავშვო ბაღები შენდება. 100 აღსაზრდელზე გათვლილი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად სრულად აღიჭურვება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ვინსენტ დონტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, ხონსა და სენაკში 2 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია უკვე დასრულდა. 2020-2021 წლებში კი, საქართველოს მასშტაბით, 7 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება აშენდება და დამატებით, ერთ საბავშვო ბაღს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) მიერ დაფინანსებული პროექტი, დევნილთა სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობასთან ერთად, მათ გრძელვადიან განსახლებას, ეკონომიკურ და საგანმანათლებლო გაძლიერებას ითვალისწინებს. პროექტი ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC), საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 14.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
სუპერმარკეტების ქსელ „მაგნიტის“ წამახალისებელ გათამაშებაში ერთ-ერთი სუპერ პრიზი გათამაშდა
სილქფესტი აბონენტებს ულიმიტო და დიდი მოცულობის ინტერნეტ პაკეტებთან ერთად სასაუბრო პირობებსაც შესთავაზებს
თანაბარი განათლება მაღალმთიანი სოფლების ბავშვებს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით