თეონა ჭალიძე - პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას, მანიპულირებასა და შანტაჟს ვგმობთ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ქალთა გუნდის ინიციტივით პოლიტიკოსი ქალები, მათი პარტიული კუთვნილებისა თუ პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად საერთო პრობლემის გარშემო გაერთიანდნენ და ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღება, კადრების გავრცელებით დაშინება და შანტაჟი კიდევ ერთხელ დაგმეს და მთავრობა უმოქმედობაში დაადანაშაულეს,- ამის შესახებ ინფორმაციას „ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, სპეციალური დოკუმენტიც შემშავდა და აღნიშნულ ინიციატივაში გაერთიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. „სტრატეგია აღმაშენებლის“ პოლიტსაბჭოს წევრმა თეონა ჭალიძემ ყველა შესაბამის უწყებას უმკაცრესი რეაგირებისკენ მოუწოდა.

„დღეს ჩვენ პოლიტიკოსი ქალები, ჩვენი პარტიული კუთვნილების თუ პოლიტიკური შეხედულების მიუხედავად ვერთიანდებით და ვგმობთ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო გადაღებას, გავრცელებას და ამ კადრების გადაღებით ადამიანების მუქარასა და შანტაჟს. ძირითადად სწორედ ქალი პოლიტიკოსების მიმართ ხდება მსგავსი ქმედებების გამოყენება იმისთვის, რომ მათზე მოახდინონ გავლენა, განდევნონ ისინი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივად აქტიური ცხოვრებისგან“, - განაცხადა თეონა ჭალიძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა