გიორგი კანდელაკი - გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად უთხრა „ქოცებს“ – „ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე“

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიორგი კანდელაკი, პარლამენტში გიგა ბოკერიასა და „ქართული ოცნების“ დეპუტატს, მიხეილ ყაველაშვილს შორის მომხდარ ინციდენტს ეხმაურება და აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ბრიტანეთში, დიპლომატიურ მისიაში იმყოფებოდა.

მისივე თქმით, აღნიშნულ პერიოდში ის უცხოურ ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა.

„ისე მოხდა, რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი, რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, „სიენენზე“, „ბიბისიზე“ და „ალ ჯაზირაზე“ ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო, წავედი ლიტვაში და შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს. იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა „ქოცებს“ - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა, იმის დედა ვატირე”, -განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

ცნობისათვის, პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ნათია თურნავას უსმენდნენ, დარბაზში პერიოდულად ხმაური და დაძაბულობა იყო. ერთ-ერთი მიზეზი, რამაც ხმაური გამოიწვია იყო უმრავლესობის წევრების რეპლიკა „ევროპული საქართველოს“ მისამართით, რომ ისინი „ომის დროს ქვეყნიდან გარბოდნენ“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა