ალექსეი ნავალნი - გამოჯანმრთელებისკენ გზა აშკარაა, თუმცა გრძელია

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი ინსტაგრამზე ახალ ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც აღბეჭდილია, როგორ ჩადის ის საავადმყოფოს კიბეზე.

პოლიტიკოსი წერს, რომ მას საფეხურებზე სიარული უჭირს, იმიტომ რომ ფეხები ჯერ კიდევ უკანკალებს.

ნავალნი ასევე აღნიშნავს, რომ „გამოჯანმრთელებისკენ გზა აშკარაა, თუმცა გრძელია.“

შეგახსნებთ, ალექსეი ნავალნი, 20 აგვისტოს ომსკის კლინიკაში მას შემდეგ მოათავსეს, რაც თვითმფრინავში თავი შეუძლოდ იგრძნო, 22 აგვისტოს კი ახლობლების მოთხოვნით, ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. ტრანსპორტირებიდან რამდენიმე დღეში გერმანიის მთავრობამ განაცხადა, რომ ნავალნი „ნოვიჩოკის“ ტიპის ნერვული აგენტითაა მოწამლული. რუსეთი ნავალნის მოწამვლასთან კავშირს უარყოფს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა