ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის მეთაური- სულეიმანის მკვლელობის გამო შურისძიების შესახებ მუქარა სერიოზულია და  ამას დავამტკიცებთ

ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის მეთაური გენერალ-მაიორი ჰუსეინ სალამი აცხადებს, რომ ირანის მუქარა გენერალ ყასემ სულეიმანის მკვლელობის გამო შურისძიების შესახებ სერიოზული და სარწმუნოა.

„ეს მუქარა სერიოზულია და ამას საქმით დავამტკიცებთ,“- აღნიშნა სალამიმ, თუმცა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გენერალ სულეიმანის მკვლელობის გამო ირანის სამიზნე აფრიკაში აშშ-ს ელჩია.

„ფიქრობთ, რომ ჩვენი მოკლული ძმის სისხლის გამო შურს ქალ ელჩზე ვიძიებთ? ჩვენი სამიზნე ისინი იქნებიან, ვინც ამ დიდებული კაცის მოწამეობრივ აღსასრულში პირდაპირი ან არაპირდაპირი როლი ითამაშა,“- აღნიშნა ჰუსეინ სალამიმ.

შეგახსენებთ, 3 იანვარს, აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ირანის ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის „ყუდსის ძალები“ მეთაური ყასემ სულეიმანი დაიღუპა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო