„ნაცმოძრაობის“ აქტივისტ ლაშა ცუცქირიძეზე თავდასხმის ფაქტის დროული გამოძიების მოთხოვნით შსს-თან აქცია გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტ ლაშა ცუცქირიძეზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტის დროული გამოძიების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქცია ლაშა ცუცქირიძის ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა და „ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა გამართეს. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ლაშა ცუცქირიძეზე განხორციელებული თავდასხმა მიზნად ისახავს დააშინონ „ნაციონალური მოძრაობა“ და ზოგადად, ოპოზიცია, რაც არ გამოუვათ.

„ჩვენი აქ მოსვლის მიზანი არის არა ვინმეს შეურაცხყოფა ან დაპირისპირება, არამედ ვაპროტესტებთ მავნებლურ, მოღალატეობრივ და ქვეყნისთვის საზიანო პოლიტიკას. არჩევნების წინ ტემპერატურის ასე ხელოვნურად აწევა მხოლოდ საქართველოს მტერს აწყობს. ჩვენ გვინდა არჩევნების მშვიდ და ნორმალურ გარემოში ჩატარება. მათ უნდა იცოდნენ, მიუხედავად ამ ტერორის მცდელობისა, ქართული საზოგადოება სერიოზულადაა შემართული იმისთვის, რომ ეს რეჟიმი 31 ოქტომბერს შეიცვალოს. რაც არ უნდა გააკეთოს ივანიშვილმა, გამოიყენოს ე.წ. ქურდული სამყარო, მოსყიდვის მეთოდები, ადმინისტრაციული რესურსი, სუს-ი, პოლიცია, რასაც ახლა გაათმაგებული ძალით იყენებს, ის ვერ შეძლებს ქართველი ხალხის ნების გატეხვას და აუცილებლად დამარცხდება არჩევნებში“, - განაცხადა ბარამიძემ.

ამასთან, როგორც აქციაზე ზვიად კუპარვამ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ საქმე 48 საათის განმავლობაში არ გაიხსნება, ლაშა ცუცქირიძეზე თავადსხმა წინასარჩევნო პერიოდში პოლიტიკურ თავდასხმად შეფასდება.

„თავდამსხმელი პირებს ეკეთათ პიბადეები, ეხურათ ე.წ. კეპები, თუმცა, როდესაც ლაშას თავს დაესხნენ, ჩხუბის დროს ერთ-ერთ მათგანს ქუდი და პირბადე გასძვრა. ჩხუბის შემდეგ კი მერიის მიმართულებით წავიდნენ, სადაც უამრავი კამერაა და მათ გადაადგილებას დააფიქსირებდა. ამავდროულად, პოლიციამ ამოიღო პირბადე და ქუდი, რაც ნიშნავს იმას, რომ სამართალდამცველებს გააჩნიათ თავდამსხმელების დნმ. შესაბამისად, მარტივია ამ საქმის გახსნა“, - განაცხადა ზვიად კუპრავამ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტს ლაშა ცუცქირიძეს თავს თბილისში, იოსებიძის ქუჩაზე დაესხნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო