„მაგთიკომი“ - კომუნიკაციების კომისია ბოლო დროს დაკავებულია დარგისა და ქვეყნისთვის მავნებლური გადაწყვეტილებების მიღებით

„მაგთიკომი“ მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომისიამ დაუკვეთა ზოგადი, მიმოხილვითი სახის კვლევა მსოფლიოში არსებული ვირტუალური ოპერატორების შესახებ, რომელშიც გათვალისწინებული არ ყოფილა საქართველოში მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის სავალდებულო დაშვების ვალდებულების ამოქმედებასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი რისკ-ფაქტორის ანალიზი.

„სამწუხარო ფაქტია, რომ კომუნიკაციების კომისია ბოლო დროს, ძირითადად დაკავებულია არასწორი, გადაუმოწმებელი, არაკომპეტენტური ინფორმაციის ტირაჟირებით, დარგში არსებულ წამყვან კომპანიებთან პირდაპირი ბრძოლით, რაც, თავის მხრივ, გამოიხატება დარგისა და ქვეყნისთვის მავნებლური გადაწყვეტილებების მიღებით. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს არ სურს მოისმინოს ექსპერტების და დარგში ჩახედული პროფესიონალების მიერ გამოთქმული განსხვავებული აზრი. ნებისმიერი საკითხის სიღრმისეული შეფასების დაშესწავლის გარეშე, მას შეუძლია მიიღოს ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილებები. ერთ-ერთი ნაჩქარევი, გაუაზრებელი და რისკების შეფასების გარეშე მიღებული გადაწყვეტილებაა მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების ვალდებულება კომუნიკაციების კომისიამ სრულყოფილი კვლევის ჩატარების გარეშე 2019 წლის 31 დეკემბერს მიიღო #გ-20-9/156 გადაწყვეტილება - მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების ვალდებულების ამოქმედებასთან დაკავშირებით. კომისიამ დაუკვეთა PWC-ის ზოგადი, მიმოხილვითი სახის კვლევა მსოფლიოში არსებული ვირტუალური ოპერატორების (MVNO-ს) შესახებ, რომელშიც გათვალისწინებული არ ყოფილა საქართველოში მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების ვალდებულების ამოქმედებასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი რისკ-ფაქტორის ანალიზი. მსგავსი დაკვეთა (ყველა შესაბამისი რისკ-ფაქტორის ანალიზი) კონსულტანტს კომისიისგან არ მიუღია. კომუნიკაციების კომისიის განცხადებისგან განსხვავებით (რომელიც დღესდღეობით გამყარებული არ არის არანაირი კვლევით/ფაქტებით და წარმოადგენს მხოლოდ ამ ორგანოს სუბიექტურ შეხედულებას), რომ თითქოს საქართველოში მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების ვალდებულების ამოქმედება გამოიწვევს კონკურენციის გაზრდას და დადებითად აისახება დარგის განვითარებაზე, „მაგთიკომის“ მიერ გაჟღერებული ფაქტები, რომ MVNO-ს სავალდებულო შემოსვლა ნეგატიურად იმოქმედებს ქვეყნის კიბერუსაფრთხოებაზე, აბონენტების პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებაზე, ინვესტიციების მოზიდვაზე, მთლიან შიდა პროდუქტზე (GDP) და დარგის შემდგომ ტექნოლოგიურ განვითარებაზე, არ არის მხოლოდ ჩვენი მოსაზრება და აღნიშნულს, მათ შორის, ადასტურებს მსოფლიო რეიტინგით TOP 6 საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის დასკვნა, რომლებმაც საფუძვლიანად შეისწავლეს, თუ რა გავლენას მოახდენს MVNO-ს სავალდებულო დაშვების ვალდებულების ამოქმედება საქართველოს ბაზარზე. აღსანიშნავია, რომ „მაგთიკომმა“ საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების მსოფლიო რეიტინგით საუკეთესო პირველი ათეულიდან ექვს კომპანიას დაუკვეთა კვლევა, მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) საქართველოს ბაზარზე სავალდებულო დაშვების შესახებ, აღნიშნული ექვსიდან ორი კომპანია ე.წ. (BIG 4) დიდი ოთხეულის წევრია (Deloitte; KPMG; BDO; Grant Thornton; RSM; NexiaInternational) რომლებმაც ჩაატარეს კვლევა შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: 1. რისკები საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე; 2. ეფექტი საქართველოს ეკონომიკაზე; 3. ეფექტი კომუნიკაციების დარგზე და მისგან გამომდინარე, ქვეყნის ბიუჯეტზე; 4. ეფექტი სამუშაო ადგილებზე; 5. ეფექტი ინვესტიციებზე; 6. ეფექტი ტექნოლოგიურ განვითარებაზე. ყველა ამ მიმართულების კვლევაზე ექვსივე კომპანიის მთავარი/ძირითადი პასუხი არის ნეგატიური, რომ MVNO-ს სავალდებულო დაშვება და ამ ვალდებულების ამოქმედება საქართველოში უარყოფით შედეგებს გამოიღებს. აღნიშნული კვლევები და შესაბამისი დასკვნები სრულად არის მიწოდებული, როგორც კომუნიკაციების კომისიისთვის, ასევე, შესაბამისი სამთავრობო სტრუქტურებისთვის. აქვე გაწვდით თითოეული აუდიტორული კომპანიის კვლევებიდან ამონარიდებს და ასევე, დიდი ოთხეულის (BIG 4) წევრი PWC-ისსაჯარო სტატიას კანადაში სავალდებულო MVNO-ს დაშვების შესახებ. იხილეთ სრული ინფორმაცია- https://www.magticom.ge/mvno-news“,- აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც „მაგთიკომი“ ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო