გიორგი გახარია - როდესაც ვსაუბრობთ მომავალზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი წარსული, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს საიდან მოვდივართ და ვისი შვილები ვართ

უფრო მეტი ინიციატივა უნდა გვქონდეს, უფრო მეტი პასუხისმგებლობა და რისკი უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე. უნდა გვქონდეს იმედი, რომ სახელმწიფო დაგვიდგება გვერდით“,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მმართველი პარტიის სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გივი ჭიჭინაძის წარდგენაზე განაცხადა.

როგორც პრემიერი აღნიშნავს, პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად ქვეყანაში სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები არ გაჩერებულა.

„ როდესაც ვსაუბრობთ მომავალზე, არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი წარსული, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს საიდან მოვდივართ და ვისი შვილები ვართ. გლობალური კრიზისის, პანდემიის პირობებში ვართ და გვიწევს ერთმანეთთან პირბადეებით საუბარი, ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ და წესები დავიცვათ.

ბოლო წლების განმავლობაში ხონისთვის ტურიზმს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აქ სერიოზული მოძრაობა, ინვესტიციები იყო, მაგრამ, სამწუხაროდ, დროებით გაჩერდა. ოკაცეს კანიონი და კინჩხის ჩანჩქერი ძალიან კარგია, რაც უფრო მეტი ასეთი პროექტები იქნება უკეთესია, მაგრამ მარტო ტურიზმზე არ უნდა ვიყოთ დამოკიდებულები უნდა განვავითაროთ სხვა მიმართულებები. აქტიურად უნდა დავუბრუნდეთ სოფლის მეურნეობის იმ ისტორიულ მიმართულებებს, რომელიც ხონში იყო.

დღეს სახელმწიფო სხვადასხვა პროექტით, შეღავათიანი აგრო კრედიტით, „დანერგე მომავლით“ და „აწარმოე საქართველოთი“ ძალიან ბევრ ადამიანს ეხმარება, ვისაც აქვს სურვილი თავისი საქმე დაიწყოს.

ვისაც აქვს სურვილი გლეხობიდან გახდეს ძლიერი ფერმერი, სახელმწიფო მათ ეხმარება. სამწუხაროდ, როცა ჩავიხედე ციფრებში, თუ რა ხდება ხონში, საკმაოდ მცირე ციფრებია, შეღავათიანი აგროკრედიტის თვალსაზრისით ბოლო 5 წლის განმავლობაში დაახლოებით 7 მლნ ლარია, რაც ხონისთვის არაფერია, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში ჩაის პლანტაციებია გამოყენებული, ისიც არ არის ბევრი, მიუხედავად იმისა, რომ ხონს ამის ძალიან დიდი პოტენციალი აქვს.

ხონში შესანიშნავი იუსტიციის სახლი გაქვთ. ჩვენ გავაკეთეთ სპეციალური პროგრამა „სახელმწიფო შენი პარტნიორია“ , რომლის საშუალებით, თბილისში რომელიმე სამინისტროში ჩასვლა ხონელს აღარ დასჭირდება. იუსტიციის სახლში შეგიძლიათ მიიღოთ ყველა ის სერვისი, რომლითაც სახელმწიფო ეხმარება მოქალაქეს.

უფრო მეტი ინიციატივა უნდა გვქონდეს, უფრო მეტი პასუხისმგებლობა, უფრო მეტი რისკი უნდა ავიღოთ ჩვენს თავზე. უნდა გვქონდეს იმედი, რომ სახელმწიფო დაგვიდგება გვერდით.

პანდემიის და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, არცერთი წამით არ გაჩერებულა სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტები. ისეთი, როგორიც არის რიკოთი, ქუთაისის აეროპორტი და სხვა. ეს ყველაფერი გამოგვადგება, რომ უახლოეს პერიოდში როდესაც გავიმარჯვებთ ამ პანდემიაზე, რა თქმა უნდა, სულ უფრო და უფრო მეტი ტურისტი უნდა მივიღოთ.

საბოლოო ჯამში, ხონში, თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, თელავში, საქართველოში ყველაზე მძიმე პრობლემა არის სამუშაო ადგილები. ამ პრობლემას ყველა ერთად უნდა გავუმკლავდეთ, ერთად უნდა გავიმარჯვოთ ამ პრობლემაზე. ყველას უნდა გვახსოვდეს რომ დღეს სახელმწიფო თავის სოციალურ პასუხისმგებლობას მოქალაქეების მიმართ სრულად ათვითცნობიერებს. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ბავშვების მიმართ, ამიტომ დავიწყეთ სისტემური რეფორმა განათლებაში. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ჩვენი ხანდაზმული მოხუცების და პენსიონერების წინაშე.

ჩვენ შევიტანეთ საკანონმდებლო ცვლილებები, აღარ დასჭირდება ჩვენს პენსიონერებს არჩევნებიდან არჩევნებამდე ლოდინი, რომ ვიღაც პოლიტიკური ძალა მოვა და პენსიას გაუზრდის.

საკანონმდებლო დონეზეა შეტანილი ცვლილებები და ყოველ წელს პენსია გაიზრდება ეკონომიკის ზრდის პარალელურად და ეს არ იქნება მცირე თანხა“,- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა