ავჭალაში, ლიბანის N1 კორპუსში წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია ხორციელდება

გლდანის რაონის გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ავჭალაში, ლიბანის N1 კორპუსში სხვადასხვა სახის სამუშაო ხორციელდება. მათ შორისაა წითელ ხაზებში არსებული წყალარინების გარე ქსელის რეაბილიტაცია. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაოები, დაახლოებით, 231 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს და პროექტის შედეგად, შვიდი სადარბაზოს ეზოში წყალარინების გარე ქსელი შეიცვლება.

როგორც მერიაში აცხადებენ, აღნიშნულ სამუშაოებს გამგეობა 100%-ით აფინანსებს და ბიუჯეტიდან 79 023 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოების მიმდინარეობას გლდანის რაიონის გამგებელი, ბექა მიქაუტაძე პარლამენტისა და საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან, კობა კობალაძესთან და შალვა ოგბაიძესთან ერთად გაეცნო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა