გლდანულაში, ერთ-ერთ პარკში,  ლეიბორიტული პარტიის წარმომადგენლების მიერ „ქართული ოცნების“ დროშების ჩამოხსნას, დაპირისპირება მოყვა

ლეიბორიტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წამომადგენლებმა, გლდანულაში, ერთ-ერთ პარკში „ქართული ოცნების“ დროშების ჩამოხსნა სცადეს, რასაც მოსახლეობის ნაწილის პროტესტი მოჰყვა.

როგორც აქციის მონაწილე ახალგაზრდა ლეიბორისტები აცხადებენ, „ქართული ოცნება“ დროშებს უკანონოდ ანთავსებს სხვადასხვა ადგილზე.

„ზონდერებმა” დაიწყეს უკვე წინასაარჩევნოდ განსხვავებული პოლიტიკური აზრის მქონე ადამიანისთვის ხელის შეშლა, აგრესია, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ჩვენ აქ ვართ მოსულები იმისთვის, რომ ჩამოვხსნათ დროშები, რომლებიც აბსოლუტურად უკანონოდ არის განთავსებული. ქალაქის ბიუჯეტიდან, ჩვენი ჯიბის ფულიდან „ ქართული ოცნება“ იკეთებს საკუთარი თავის პიარს", - აცხადებს აქციის მონაწილე.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მათ აქციის რამდენიმე მონაწილე ადგილიდან გაიყვანეს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა