საყოველთაო ამნისტიის აქტის დამტკიცების მოთხოვნით ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართა

საყოველთაო ამნისტიის აქტის დამტკიცების მოთხოვნით ფილარმონიიდან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართა.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის განცხადებით, საქართველომ, ისევე როგორც სხვა ქვეყნებმა, საყოველთაო ამნისტიის აქტი უნდა მიიღოს, რადგან „პანდემიურმა ვითარებამ პატიმრები ოჯახებს კიდევ უფრო დააშორა“. როგორც კობაიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მსჯავრდებულთა მოშიმშილე დედებს შეხვდა, ეს საკმარისი არ არის.

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ საკანონმდებლო ორგანომ მიიღოს საყოველთაო ამნისტიის აქტი, რომელიც იქნება საყოველთაო და ბევრ ადამიანებს შეეხება, მათ შორის ე.წ. პრობაციონერებს. ამ პანდემიამ უფრო დააშორა ოჯახებისგან პატიმრები და უფრო ჩაკეტა ციხე. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ქვეყნებმა მიიღეს ამნისტია, მაგრამ ჩვენს ქვეყანას არ მიუღია. ამიტომ სურვილი გვაქვს, რომ ამ ფორმატით დაკომპლექტებულმა პარლამენტმა მიიღოს ამნისტია და დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას შევძლებთ”,- განაცხადა კობაიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო