დავით ფურცხვანიძე - თამარ ბაჩალიაშვილი იყო ის  სპეციალისტი, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ინფორმაციაზე

დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა, აცხადებს, რომ თამარ ბაჩალიაშვილს მნიშვნელოვან ინფორმაციაზე მიუწვდებოდა ხელი. ამის შესახებ ფურცხვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„თამარი იყო ის სპეციალისტი, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ძალიან მნიშვნელოვან და სერიოზულ ინფორმაციაზე, თვითონაც იყო ინფორმაციის მატარებელი. ამის გარდა ძალიან კარგი სისტემატიკოსი იყო“,- განაცხადა ფურცხვანიძემ.

როოგრც ის აცხადებს, თამარ ბაჩალიაშვილი იმ ქვესტრუქტურის ნაწილი იყო, რომელიც მსხვილ ფინანსურ აფიორებთან დაკავშირებით მუშაობდა.

„მაქვს ანალიტიკური სააგენტო, რომელიც აკეთებს გარკვეულ მოკვლევებს, იძიებს ამა თუ იმ კანონდარღვევით მიმდინარე პროცესებს, საერთაშორისო ფორმატში ძირითადად. ეს არის ნაწილი იმ საქმისა, რომელიც ეხებოდა ძირითადად მსხვილ ფინანსურ აფიორას რაღაც კუთხით და თამარი იყო იმ ქვესტრუქტურაში შემავალი“,- განაცხადა ფურცხვანიძემ.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე იკითხება.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო