არჩილ თალაკვაძე - 2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების მხრივ

„2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა დემოკრატიული რეფორმები სასამართლოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების განმტკიცების მხრივ და სწორედ ამიტომ არის, რომ როგორც სტრასბურგში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა არის მკვეთრად შემცირებული, ასევე გაუმჯობესებულია ბალანსი სასამართლო დავებში მოქალაქეების სასარგებლოდ, რაც ობიექტურად ჩანს სასამართლოს მუშაობის სტატისტიკაში. ჩვენ რეფორმების 4 ეტაპი გვქონდა, ახლა ვახორციელებთ მეოთხე ტალღას და სწორედ ახლა პარლამენტში განიხილება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვან საკითხს - მოსამართლეების დანიშვნას უკავშირდება. ეს არის მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დასაბუთების, გასაჩივრების და კენჭისყრის საკითხები“, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში პარლამენტში განიხილება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს.

„ჩვენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ვაკეთებთ ცვლილებებს და პრაქტიკულად ყველა მხარესთან, ვინც გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი - გვქონდა კონსულტაციები. ბოლო კვირის განმავლობაში სამი ასეთი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ პარლამენტში ჩემი ხელმძღვანელობით და რა თქმა უნდა, მესამე მოსმენამდე და კენჭისყრამდე ჩვენ კიდევ გვექნება საშუალება, რომ დეტალებზე ვიმსჯელოთ. დროც არის იმისთვის, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება გვქონდეს ამასთან დაკავშირებით“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

არჩილ თალაკვაძე - 2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ  განახორციელა მნიშვნელოვანი  რეფორმები სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცების მხრივ

„2012 წლის შემდეგ ჩვენმა ხელისუფლებამ განახორციელა დემოკრატიული რეფორმები სასამართლოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების განმტკიცების მხრივ და სწორედ ამიტომ არის, რომ როგორც სტრასბურგში საქართველოდან გაგზავნილი საჩივრების რაოდენობა არის მკვეთრად შემცირებული, ასევე გაუმჯობესებულია ბალანსი სასამართლო დავებში მოქალაქეების სასარგებლოდ, რაც ობიექტურად ჩანს სასამართლოს მუშაობის სტატისტიკაში. ჩვენ რეფორმების 4 ეტაპი გვქონდა, ახლა ვახორციელებთ მეოთხე ტალღას და სწორედ ახლა პარლამენტში განიხილება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვან საკითხს - მოსამართლეების დანიშვნას უკავშირდება. ეს არის მოსამართლეების შერჩევის პროცესთან დაკავშირებული დასაბუთების, გასაჩივრების და კენჭისყრის საკითხები“, -ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღის ფარგლებში პარლამენტში განიხილება საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს.

„ჩვენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად ვაკეთებთ ცვლილებებს და პრაქტიკულად ყველა მხარესთან, ვინც გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი - გვქონდა კონსულტაციები. ბოლო კვირის განმავლობაში სამი ასეთი სამუშაო შეხვედრა გავმართეთ პარლამენტში ჩემი ხელმძღვანელობით და რა თქმა უნდა, მესამე მოსმენამდე და კენჭისყრამდე ჩვენ კიდევ გვექნება საშუალება, რომ დეტალებზე ვიმსჯელოთ. დროც არის იმისთვის, რომ ვენეციის კომისიის მოსაზრება გვქონდეს ამასთან დაკავშირებით“,-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო