ვიუტერბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი ასურეთს  ესტუმრა

მსოფლიო ლუთერული კავშირის გერმანიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის, ვიუტერბერგის მხარის ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსის დოქტორ ფრანკ ოტფრიდ იულის ვიზიტი საქართველოში გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს საპატრიარქოში სტუმრობის შემდეგ, დღეს ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერითა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ხელშეწყობით საქართველოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი მარკუს შოხი და ეპისკოპოსი იული ეკლესიის სხვა წევრებთან და მრევლთან ერთად ეწვივნენ ასურეთს (ყოფილი ელიზავეტალი), სადაც გაიმართა შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლებისა და მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებთან.

სტუმრებმა დაათვალიერეს ყოფილი გერმანელების დასახლება და ხელისუფლების მიერ აღდგენილი ისტორიული ტაძარი,რომელიც ამჟამად სახელმწიფო საკუთრებაა, სადაც მართლმადიდებლური წირვა-ლოცვა მიმდინარეობს.

„დელეგაციის წევრებმა გერმანელთა სასაფლაოზე პატივი მიაგეს გარდაცვლილებს და აღავლინეს ლოცვა, რის შემდეგაც პარაკლისი გადაიხადეს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ყოფილ ტაძარში. პარაკლისის შემდეგ ეპისკოპოსმა იულიმ და ეპისკოპოსმა შოხმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს მთავრობას, თეთრი წყაროს მერიასა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის მიმართ გამოჩენილი ყურადღებისათვის, ყოფილი გერმანელთა დასახლების ისტორიული ნაწილის აღგენისა და გულთბილი მიღებისათვის.

ლოცვასა და პარაკლისს დაესწრნენ საქართველოში გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჰუბერტ ქნირში, თეთრიწყაროს მერი გიორგი ქორიძე, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი უკლება და სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის ხელმძღვანელი ნინო ჭავჭავაძე. გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს გაწეული მუშაობისათვის მადლობა გადაუხადა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა