ირაკლი ჩიქოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩასა და კოკში მოსახლეობას შეხვდა

,,ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში - ხურჩასა და კოკში მოსახლეობას შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივ მოსახლოებას ის გეგმები გააცნო რის განხორციელებასაც გამარჯვების შემდეგ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დაიწყებს.

,,საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში, ხურჩასა და კოკში ვიმყოფებოდით. აქაურმა მოსახლეობამ კარგად იცის, რას ნიშნავს ოკუპაცია, ისინი ამ სიმძიმეს დღემდე გრძნობენ. მიხარია, რომ ორივე სოფელი ძალიან მოწესრიგებული და ინფრასტრუქტურულად გამართულია. ხურჩაში გასულ წელს ახალი ამბულატორია ავაშენეთ და მოსახლეობას წლების პრობლემა მოუგვარდა. სოფლებს ერთმანეთთან ბეტონის გზა აკავშირებს და, რაც მთავარია, ორივე სოფელი გაზიფიცირებულია“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

„ქართული ოცნების“ ცნობით, სოფელ კოკის შემდეგ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მოსახლეობას სოფელ ახალკახათში შეხვდა.

,,ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში სოფელში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აშენდა თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღი, რეაბილიტირდა ოქტომბერი-ახალკახათის დამაკავშირებელი გზა, ტენდერი გამოცხადებულია და იწყება კოკი-ახალკახათის გზის რეაბილიტაცია“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს სამეგრელო, ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი მალხაზ თორია, ზუგდიდის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი შენგელია, მოქმედი მაჟორიტარი ედიშერ თოლორაია და სახელმწიფო რწმუნებულის აპარატის უფროსი ლაშა გავსალია დაესწრნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო