აშშ-ს საელჩო საქართველოში - ვგლოვობთ ნამდვილ ნოვატორს, მოსამართლე რუთ ბეიდერი გინსბურგი ყველა ამერიკელისთვის შთაგონების წყარო იყო

საქართველოში აშშ-ის საელჩო ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერი გინსბურგის გარდაცვალებას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს.

„დღეს ვგლოვობთ ნამდვილ ნოვატორს არა მხოლოდ სამართლის დარგში, არამედ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. რუთ ბეიდერ გინსბურგმა 27 წელზე მეტ ხანს იმსახურა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. ის ყველა ამერიკელისთვის შთაგონების წყარო იყო. გინსბურგი 34 წელზე მეტ ხანს დაუღალავად იცავდა დაზარალებულთა უფლებებს ადვოკატისა და იურისტის რანგში. იგი 1993 წელს ამერიკის ისტორიაში მეორე ქალი გახდა, რომელიც აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა. უზენაეს სასამართლოში თავისი განსხვავებული აზრის დაფიქსირებით საქვეყნოდ ცნობილი მოსამართლე გინსბურგის არგუმენტები მაგალითი იყო ძლიერი და ამავდროულად თავაზიანი არგუმენტირებისა. მოსამართლე გინსბურგის საქმიანობის შედეგად გაჩნდა მეტი თანასწორობა ქალებისთვის და გარანტირებული უფლებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის. მისი საქმე კიდევ მრავალ თაობაზე იქონიებს გავლენას მომავალში“,- აღნიშნულია საელჩოს განცხადებაში.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე რუთ ბეიდერი გინსბურგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა