პროკურორის განცხადებით, დავით ფურცხვანიძემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი წყარო, სავარაუდოდ, ინგლისში ცხოვრობს და სლავური წარმოშობისაა, თუმცა სახელი და გვარი არ იცის

პროკურორ დავით გუმბერიძის განცხადებით, დავით ფურცხვანიძის გამოკითხვით გამოძიებამ ვერ დაადგინა, თუ ვინ მისცა მას სატელიტური ფოტოები, რომელიც ფურცხვანიძემ ბაჩალიაშვილების ოჯახის ადვოკატს გადასცა.

გუმბერიძის თქმით, დავით ფურცხვანიძემ გამოძიებას მიაწოდა ინფორმაცია, რომ მისი წყარო, სავარაუდოდ, ინგლისში ცხოვრობს და სლავური წარმოშობისაა, თუმცა სახელი და გვარი არ იცის და არც პირადად იცნობს.

„ფაქტი დადასტურდა, რომ ამ პიროვნებამ გადასცა ეს ფოტოსურათები. მოვთხოვეთ კონკრეტული წყაროს დასახელება, თუმცა დაგვისახელა პირი, რომელიც არასდროს ჰყავს ნანახი პირადად და ამბობს, რომ სოციალური ქსელში ჰქონდა კავშირი, თუმცა სხვა მაიდენტიფიცირებელი ინფორმაცია ვერ დაგვისახელა. ეს ინფორმაცია, შესაძლებელია, ჰქონდეს ტელეფონში, თუმცა ტელეფონიც, რატომღაც, დაუზიანდა ერთი კვირის წინ. შესაბამისად, იქაც ვერ მოიძიებს გამოძიება ამ ინფორმაციას“,- განაცხადა გუმბერიძემ.

როგორც პროკურორი აღნიშნავს, დავით ფურცხვანიძემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები თამარ ბაჩალიაშვილის დედას გადაუგზავნა.

„ბატონმა ფურცხვანიძემ დაადასტურა ის ფაქტი, რომ აგვისტოს ბოლო პერიოდში მის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გადაუგზავნა თამარ ბაჩალიაშვილის დედას, თეონა თამაზაშვილს, რაზეც ამ ქალბატონმა გააკეთა განცხადება, რომ მისი შვილის გარდაცვალება უკავშირდებოდა იარაღით უკანონო ვაჭრობას. რაც შეეხება ყარაბაღის ხსენებას, ბატონმა დავითმა განმარტა ჩვენს შეკითხვებზე, რომ ეს ინფორმაცია კონკრეტულად ყარაბაღში იარაღით უკანონო ვაჭრობა მას არ უხსენებია და როგორც იცის, თეონა თამაზაშვილს ეს ინფორმაცია მიაწოდა დავით ქაშიშვილმა. შესაბამისად, თვითონ დაადასტურა ის ფაქტი, კვლევა, რაც ჩატარდა და რაც თამაზაშვილს გადაუგზავნა, უკავშირდებოდა სამხრეთ კავკასიაში სპეცსამსახურების ომს იარაღთან დაკავშირებით და ეს შეეხებოდა კონკრეტულად იარაღით უკანონო ვაჭრობის შედეგად ფულის გათეთრების სქემას, სადაც ჩართული იყო თამარ ბაჩალიაშვილი.

როგორც თვითონ ამბობს, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე ატარებს გარკვეულ კვლევებს, ამ კვლევაში ჩართულია მისი რამდენიმე მეგობარი ექსპერტი, რომლებიც ცხოვრობენ საზღვარგარეთ, გააჩნიათ ერთი სამოქმედო სქემა და შესაბამისად, დაეხმარნენ ამ ინფორმაციის მოპოვებაში, რაც უკავშირდებოდა საქართველოს ტერიტორიაზე სამხრეთ კავკასიის სპეცსამსახურების მიერ იარაღით უკანონო ვაჭრობის ფაქტს. ასეთ გარემოებას სწავლობდა დავით ფურცხვანიძე. თუმცა რატომ სწავლობდა, რა ინფორმაციებზე დაყრდნობით სწავლობდა, იყო თუ არა იარაღით ვაჭრობის ფაქტი, ამაზე პასუხი არ აქვს“,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში დავით ფურცხვანიძე, რომელმაც გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს, მიხეილ რამიშვილს, სატელიტით გადაღებული ფოტოსურათები მიაწოდა მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

ამასთან, პროკურატურის ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატების მიერ გასაჯაროებულ ე.წ. სატელიტის ფოტოებზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნის შედეგებით გაირკვა, რომ ისინი დამონტაჟებული და ყალბია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო