მარინა ეზუგბაია - დღევანდელი საწოლფონდი 1981 პაციენტსაც გაწვდება და მეტსაც

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის ზრდის მიუხედავად, ქვეყნის საწოლფონდი პაციენტების მისაღებად მზადაა.

ჟურნალისტების კითხვაზე, თუ ინფიცირებულთა მზარდი რიცხვი მომდვენო 2-3 კვირის განმავლობაში შენარჩუნებდა, არის თუ არა რისკი იმისა, რომ ქვეყანას ჰოისპიტალიზაციის კუთხით პრობლენები შეექმნას, ეზუგბაიამ უპასუხა, რომ დადასტურებული პაციენტების მზარდი რაოდენობა თავისუფლად მოთავსდება არსებულ სტაციონრებში.

„დღევანდელი საწოლფონდი 1981 პაციენტსაც გაწვდება და მეტსაც. ვლაპარაკობთ იმაზე, რომ სტაბილიზაციაა და მივდივართ ლოკალიზაცია-ლიკვიდაციისკენ, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პროგნოზირება ძალიან ძნელია, ყველაფერი გათვლილი უნდა იყოს. იცით, რომ მომზადდა სასტუმრო ჰოსპიტლები, სადაც გადადიან უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტები, აღნიშნულის გათვალისწინებით, ყოველდღიურად ხდება სტაციონარების განტვირთვა და თავისუფალი საწოლების გამოთავისუფლება. ჯერჯერობით, დღევანდელ პირობებში, დადასტურებული პაციენტების მზარდი რაოდენობაც თავისუფლად დაეტევა სტაციონარულ საწოლებში“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 196 -ით გაიზარდა და 3502 გახდა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა