ინგლისში მამაკაცი დააკავეს, რომელმაც ოთხი პირი დაჭრა

დევონისა და კირნოულის საგრაფოს პოლიცია ქალაქ ფლიმუთში ინციდენტის შესახებ იუწყება, რომლის დროსაც მამაკაცმა ოთხი ადამიანი დაჭრა და მიიმალა, რომელიც მოგვიანებით დააკავეს. ინციდენტი ერთ-ერთ პაბთან მოხდა. ადგილზე მისულ პოლიციას ოთხი დაჭრილი ადამიანი დახვდა, რომლებსაც დანით სერიოზული ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. თუმცა, არც ერთი მათგანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ოთხივე პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამართალდამცავების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ქალაქ ექსეთერის მახლობლად მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დააკავეს. ის 50 წლის მამაკაცი აღმოჩნდა, რომელიც თავდაპირველად საავადმყოფოში მოათავსეს. მომხდარის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა