იტალიაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი და რეგიონული არჩევნები ტარდება

20-21 სექტემბერს, იტალიაში საკონსტიტუციო რეფერენდუმი და რეგიონული არჩევნები ტარდება. რეფერენდუმზე მოსახლეობამ პარლამენტში დეპუტატების რაოდენობის შემცირების საკითხი უნდა გადაწყვიტოს. კონკრეტულად კი, იტალიელებმა უნდა უპასუხონ კითხვას, სურთ თუ არა 630-დან პარლამენტარების რიცხვი 400-მდე შემცირდეს ქვედა პალატაში, ხოლო 315-დან 200-მდე შემცირდეს ზედა პალატაში.

ინიციატივის ავტორი მმართველ კოალიციაში შემავალი პარტა „5 ვარსკვლავის მოძრაობაა“, რასაც პარტიების უმეტესობაც უჭერს მხარს.

ცვლილების ინიციატორები აცხადებენ, რომ დეპუტატების რიცხვის შემცირებით დაიზოგება ხარჯები და გაუმჯობესდება საპარლამენტო საქმიანობის პროცესი. ოპონენტების აზრით, კი ამით მინიმალური ხარჯების დაზოგვა მოხდება, ხოლო საკომიტეტო საქმიანობა შეიზღუდება.

მოსალოდნელია, რომ ინიციატივა მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებს.

რეფერენდუმი სპეციალური ჯანდაცვითი რეგულაციების თანხლებით მიმდინარეობს. საკონსტიტუციო რეფერენდუმის პარალელურად, იტალიის 7 რეგიონში: ტოსკანაში, კამპანიაში, ლიგურიაში, ვალე-დ’აოსტაში, აპულიაში, მარკესა და ვენეტოში რეგიონული არჩევნები ტარდება. რეგიონების მთავრობებისა და ხელმძღვანელების არჩევნებში იტალიელი ამომრჩევლების 35%-ზე მეტი მონაწილეობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა