თეონა ჭალიძე - მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას",  ეყოთ გამბედაობა და თავიანთი აქტივისტები დააშოშმინონ

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, თეონა ჭალიძე ისნის რაიონში გიორგი ვაშაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ეხმაურება.

ჭალიძის განცხადებით, მომხდარი ფაქტი არის თავდასხმა „ქართული ოცნების“ აქტივისტების მხრიდან „სტრატეგია აღმაშენებლის“ სააგიტაციო, საარჩევნო მასალაზე და მათი ქმედებები წახალისებულია ხელისუფლების მხრიდან, რადგან არც ერთ მსგავს ფაქტზე გამოძიება არ სრულდება.

,,დამნაშავეები არ ისჯებიან. ყოველთვის, როდესაც ჩვენი სააგიტაციო მასალა ზიანდება, გარშემო კამერების ჩანაწერები არასდროს არ არის, გამოძიებას საქმე ბოლომდე არ მიჰყავს და შედეგად ვიღებთ იმას, რომ მსგავსი ქმედებები არჩევნების მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო ხშირდება. ეს არის მიუღებელი და მოვუწოდებთ, „ქართულ ოცნებას“ შესაბამისი ზომები მიიღონ, ეყოთ გამბედაობა და თავიანთი აქტივისტები დააშოშმინონ. წარმოიდგინეთ, როგორ დღეში შეეძლოთ, ჩაეგდოთ ადამიანები „ქართული ოცნების“ ბანერები, რომ დაეზიანებინათ ან ოფისებზე თავდასხმა რომ მოეწყოთ, მაგრამ, როდესაც ოპოზიციას ესხმიან თავს, ხელისუფლება მსგავს დამნაშავეებს შერჩევითად უდგება და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ქმედებების ჩამდენებს „ქართული ოცნების“ ოფისებში მადლობასაც ეუბნებიან“, - აღნიშნა თეონა ჭალიძემ.

იხილეთ ვიდეო:"სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი, თეონა ჭალიძე ისნის რაიონში გიორგი ვაშაძის საარჩევნო ბანერის დაზიანების ეხმაურება

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა