ზაალ უდუმაშვილი - მოვითხოვთ, ახალციხეში ენმ-ის წევრებს დაუყოვნებლივ დაატოვებინონ კარანტინი

მოვითხოვთ ახალციხეში ენმ-ის წევრებს კარანტინი დაუყოვნებლივ დაატოვებინონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

უდუმაშვილმა განმარტა, რომ მათი პარტიის 2 წევრი კარანტინში გაუფრთხილებლად გადაიყვანეს.

„ქართული ოცნება“ პანდემიას საკუთარი მიზნებისთვის იყენებს, მაგრამ ახლა უკვე ხელისუფლება პოლიტიკური ოპონენტების იზოლაციაზე გადავიდა, რასაც ახალციხეში მომხდარი ფაქტი ადასტურებს. გუშინწინ ენმ-ს ახალციხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით დვალიშვილი და ჩვენი პარტიის აქტიური წევრი გელა დემეტრაძე თვითიზოლაციიდან გაუფრთხილებლად გადაიყვანეს საკარანტინე სივრცეში. გუშინ მათ ჩაუტარდათ ტესტები, რამაც დაადასტურა, რომ არც ერთ ჩვენს თანაგუნდელს არ აქვს კორონავირუსი და მიუხედავად ამისა ისინი რჩებიან კარანტინში და მათ არ აძლევენ კარანტინის დატოვების საშუალებას 25 სექტემბრამდე. ეს პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ პოლიტიკური პროცესებიდან გამოთიშოს ჩვენი პარტიის აქტიური წევრები ახალციხეში, მხოლოდ იმ მოტივით, რომ ისინი ხვდებიან, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ რაიონში დამაჯერებლად იგებს“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

ზაალ უდუმაშვილის თქმით, სამწუხაროა, რომ „ქართულ ოცნებას“ ამ პროცესში ჩართული ჰყავთ ექიმები და მედიკოსები, რომლებმაც ხელი მოაწერეს იმას, რომ მათი პარტიის წევრები კარანტინში გადასულიყვნენ.

„საქართველოში, რომ შერჩევითი სამართალია კორონავირუსთან დაკავშირებით, ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ „ქართული ოცნების“ ახალციხის საკრებულოს წევრი სამვენ ოვეიანი, რომელიც კონტაქტში იყო კოვიდინფიცირებულთან, დღემდე არის თვითიზოლაციაში და არ გადაუყვანიათ კარანტინში. ჩვენ მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაატოვებინონ საკარანტინე სივრცე ჩვენი პარტიის წევრებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს აღიქმება, როგორც თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტი“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:ზაალ უდუმაშვილი - მოვითხოვთ, ახალციხეში ენმ-ის წევრებს დაუყოვნებლივ დაატოვებინონ კარანტინი

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს