დავით ჭიჭინაძე - თუ ქვეყანაში ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებითაც და გადასახადებისგან გათავისუფლდნენ!

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, ვიდრე არ აღდგება ის სიტუაცია, რაც საქართველოში, კოვიდ-19-ის გამოვლენამდე იყო.

მისი შეფასებით, ქვეყანაში უამრავი პრობლემაა, განსაკუთრებით კი დასავლეთ საქართველოში, სადაც ტურისტული სეზონი ჩავარდა.

„ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილის სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. ადამიანი, რომელიც 200 - ლარიან დახმარებას იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის. თუ ადამიანს სექტემბრის ბოლოს არ აქვს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“, - აცხადებს ჭიჭინაძე.

მისი თქმით, პოლიტიკურ მოძრაობა „დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნას“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს რეფორმატორთა კავშირს“ თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძეს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელზეც საუბარია იმაზე, თუ როგორ უნდა დაძლიოს ქვეყანამ ის უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი, რაც დღეს საქართველოშია.

„დოკუმენტში არის საკითხები, რომლის შესახებაც ჯერ არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ განუცხადებია თავის წინასაარჩევნო პროგრამაში. ეს სამ უმთავრეს პრობლემას მოიცავს: მცირემეწარმეობა, ანუ დასაქმება; სახელმწიფოს მიზეზით დაზარალებულთა მილიარდობის ლარის ზარალის კომპენსაცია და ადგილობრივ ინვესტიციებად გარდაქმნა, რის ხარჯზე საქართველოში მცირე მეწარმეობის აღმავლობა დაიწყება; უკონტროლო მშენებლობის წინააღმდეგ პრობლემების მოგვარება“, - აცხადებს ჭიჭინაძე.

დავით ჭიჭინაძის განცხადებით, პარტია იღებს ვალდებულებას, რომ საქართველოს პარლამენტში აუცილებლად მოახდენს ამ კანონის ინიცირებას და მაქსიმალური მხარდაჭერის უზრუნველყოფას.

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

იხილეთ ვიდეო:დავით ჭიჭინაძე ჩავარდნილი ტურისტული სეზონის პირობებში სახელმწიფოს ფორსმაჟორის გამოცხადებისკენ მოუწოდებს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა