შსს-ს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 11 თანამშრომელს, ბოლო დღეებში ჩატარებული კვლევებით, Covid-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა.

მათგან 6 შემთხვევა აჭარაში, დაცვის პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა. 1 შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბათუმის სტრუქტურულ ერთეულში. 1 ბათუმში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო მთავარ სამმართველოში. ​

შსს-ს ინფორმციით, კორონავირუსი დაუდასტურდა შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს ასევე აჭარაში. კორონავირუსის 2 ფაქტი დადასტურდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურშიც. აქედან 1 ბათუმში, მეორე კი ქალაქ რუსთავში.

"შესაბამისი დანაყოფების ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები. შენობებს კი სადაც ისინი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ ჩაუტარდა სრული დეზინფექცია.

თერთმეტივე თანამშრომელი გადის შესაბამის მკურნალობას. მათი მდგომარეობა სტაბილურია",- ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო:შსს-ს 11 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს