ქვეყანა შესულია უიმედობის ზღვაში და ადამიანებს ხელი აქვთ ჩაქნეული უკეთეს მომავალზე. ამ ყველაფერის შეცვლას კი სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატის დასახელებისას განაცხადა.
მისივე თქმით, არმაზ ახვლედიანი არის პიროვნება, რომელმაც იცის, თუ რა სჭირდება როგორც ბათუმელებს, ისე მთლიან საქართველოს გარდამტეხი ცვლილებებისათვის.
„ახლოვდება ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, შესაძლებლობა თითოეული ადამიანისა და ოჯახისთვის შეცვალოს საკუთარი ცხოვრება უკეთესობისაკენ. დღეს ქვეყანა ვითარდება არასწორი მიმართულებით, ქვეყანა შესულია უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისში, საიდანაც თითქოს გამოსავალი არ ჩანს, ქვეყანა შესულია უიმედობის ზღვაში და ადამიანებს ხელი აქვთ ჩაქნეული უკეთეს მომავალზე. ამ ყველაფერს კი სჭირდება გარდამტეხი ცვლილებები და გუნდი, რომელიც იქნება მთელი საზოგადოებისა და ქვეყნის გზამკვლევი სწორი განვითარებისა და უკეთესი მომავლისაკენ. ასეთი გუნდი და გზამკვლევი არის „ევროპული საქართველო“ და ეს არის გუნდი, რომელიც აერთიანებს კვალიფიციურ ადამიანებს და აცის თუ საით უნდა წაიყვანოს ქვეყანა“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ.