თბილისში, გაეროს ოფისთან აქცია გაიმართა

გაეროს ოფისთან რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები აქციას მართავენ.

მათი თქმით, აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნა, საქართველოდან გაეროს ოფისის და მისი ფონდების, მათ შორის, „UNICEF“-ის გაეროს ბავშვთა ფონდის გაძევებაა.

როგორც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების თავმჯდომარე გურამ ფალავანდიშვილმა განაცხადა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლობა მათ შეხვედრაზე დათანხმდა და ფონდის წარმომადგენელ ღასან ხალილთან კონკრეტული შეკითხვები ექნებათ.

,,ღასან ხალილი თითქოს ლგბტ-ს არ ემხრობა და მხოლოდ მათი ჩაგვრის წინააღმდეგია. ჩვენ გვაინტერესებს მიაჩნია თუ არა ჰომოსექსუალის დაჩაგვრად თუ პედაგოგს სამსახურიდან ათავისუფლებენ იმის გამო, რომ ჰომოსექსუალია. როდესაც „იუნისეფმა“ მოაწყო აბორტების დღე და განაცხადა, რომ უსაფრთხო აბორტების მომრე არიან, მიაჩნია თუ არა მას აბორტი მკვლელობად. მესამე შეკითხვა შეეხება „ბავშვთა წართმევის კოდექსს“, სადაც სახელმწიფო და საერთაშორისო რეგულაციების მოთხოვნა უფრო წინ დგას ვიდრე მშობლების, ამას ვკითხავთ როდესაც შევალთ მაშინ. ეს აქცია საკმაოდ მცირერიცხოვანია, რადგან არ გვიზრუნია მის გაფართოებაზე. სავარაუდოდ, ჩვენ მოგვიწევს ამის უფრო მეტად გახმაურება და ამ აქციის რუსთაველზე დაანონსება“, - განაცხადა გურამ ფალავანდიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა