„თბილსერვის ჯგუფმა“, დასუფთავების დღესთან დაკავშირებით, კრწანისის რაიონში, მიმდებარე ფერდობებისა და გამწვანებული ტერიტორიების დასუფთავების მასშტაბური აქცია გამართა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, კომპანიის თანამშრომლებმა კრწანისის ქუჩის მიმდებარე ტერიტორია საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენებისაგან გაწმინდეს. მათი ინფორმაციით, დასუფთავების აქციაში ჩართული იყო „თბილსერვის ჯგუფის“ 30 თანამშრომელი. ადგილზე სპეციალური ტექნიკაც იყო მობილიზებული. „სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის” ხელმძღვანელი, რომეო მიქაუტაძე ადგილზე გაეცნო. „თბილსერვის ჯგუფი“ მოსახლეობას მოუწოდებს, ტერიტორიაზე ნარჩენების დაყრისგან თავი შეიკავონ და ის ნაგავშემკრებ კონტეინერებში მოათავსონ“,-აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.