ჯო ბაიდენი - რუთ ბეიდერ გინსბურგის არჩევნებამდე შეცვლის გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა

აშშ-ის პრეზიდენტობის „დემოკრატი“ კანდიდატი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ უზენაესი სასამართლოს ახლადგარდაცვლილი მოსამართლის, რუთ ბეიდერ გინსბურგის, არჩევნებამდე შეცვლის გადაწყვეტილება დონალდ ტრამპის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაა.

„შეერთებული შტატების კონსტიტუცია ამერიკელებს აძლევს იმის შანსს, რომ მათი ხმა გაიგონ - და მათი ხმა უნდა გაიგონ. მათ ცხადი უნდა გახადონ, რომ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას მხარს არ დაუჭერენ," - აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

მან „რესპუბლიკელ“ სენატორებს მოუწოდა, კანდიდატურის მხარდაჭერის პროცედურა გადადონ.

ბაიდენი ამტკიცებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილ კანდიდატურას მოხსნის და ახალ კანდიდატთან დაკავშირებით არჩევანის გაკეთებამდე ორივე პარტიის სენატორებთან კონსულტაციებს გაივლის.

აშშ-ის უზენაესი სასამართლოს უხუცესი წევრი, ქალთა უფლებების აქტიური დამცველი რუთ ბეიდერ გინსბურგი 87 წლის ასაკში ორი დღის წინ გარდაიცვალა. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ გინსბურგის შემცვლელის კანდიდატურას უახლოეს მომავალში წარადგენს. “დემოკრატები” შიშობენ, რომ „რესპუბლიკელები“ უზენაეს სასამართლოში კონსერვატორი კანდიდატის დანიშვნას დაუჭერენ მხარს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს