რუსეთმა სამხედრო წვრთნები „კავკასია 2020“ დაიწყო

რუსეთმა სტრატეგიული წვრთნები „კავკასია 2020“ დაიწყო, -ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, წვრთნებში, ჯამში, 80 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული.

სამინისტროში აცხადებენ, რომ სტრატეგიული წვრთნები "კავკასია 2020" სამხრეთ სამხედრო ოლქის რამდენიმე საწვრთნელ ლოკაციაზე ტარდება.

„კავკასია 2020“ -ის წვრთნების ფარგლებში რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის საბრძოლო თვითმფრინავები საბრძოლო მოვალეობას ასრულებენ.

წვრთნებში რუსეთთან ერთად სომხეთის, ბელარუსის, ჩინეთის, მიანმარისა და პაკისტანის სამხედრო ნაწილები ჩაერთვებიან. აზერბაიჯანის, ინდონეზიის, ირანის, ყაზახეთის, ტაჯიკეთისა და შრი-ლანკის წარმომადგენლები კი დამკვირვებლის როლს შეასრულებენ.

სტრატეგიული წვრთნები „კავკასია 2020“ სამხრეთ სამხედრო ოლქის ტერიტორიაზე, შავ და კასპიის ზღვებში 21-დან 26 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო