მზიურში ელის დოჯსონის ახალი რომანის "ამ მთისა და იმ ბარისა" წარდგენა გაიმართება

23 სექტემბერს 19:00 საათზე მზიურში ელის დოჯსონის ახალი რომანის "ამ მთისა და იმ ბარისა" წარდგენა გაიმართება. წიგნს წარადგენენ: ლიტერატორი ამირან არაბული, პოეტი და ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე.

ახალ რომანში ელისი ხევსურულ დიალექტს იყენებს. ტექსტი გამართა და დაამუშავა ლიტერატორმა ამირან არაბულმა. წიგნის ყდაზე იმუშავა მხატვარმა თედო რეხვიაშვილმა.

“ჩვენ ძალიან კარგ ნაწარმოებთან გველის შეხვედრა, წიგნთან, რომელიც ბევრ რამეს შეგვახსენებს და ახლებურად, სხვანაირად დაგვანახვებს. გმირების თავგადასავლები დამაჯერებელიც არის და დაუჯერებელიც, დემონური ამბებიცაა და ღვთაებრივიც, ბევრ რამეს მოიცავს და ჩანს, რომ ავტორმა ძალიან კარგად იცის მთის სამყარო. ამ ყველაფრის ჩვენამდე მოტანა კი ძალიან კარგად შეძლო. ვფიქრობ, ელის დოჯსონის ამ წიგნსაც ბევრი მკითხველი ეყოლება", - ამირან არაბული.

ელის დოჯსონი, ლიტერატურული კონკურსის "გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის" ფარგლებში, ჟიურის რჩეული გახდა. მისი რომანი "რაფლეზია" გაიყიდა ინდოეთში. ასევე, თარგმნილია ინგლისურად და amazonbook-ის მეშვეობით, უცხოელ მეგობრებსაც შეუძლიათ გაცნობა. "ამ მთისა და იმ ბარისა" მისი მესამე წიგნია. გამოცემული აქვს ასევე "დომენიკა და საიდუმლო ქალაქი Z", რომელიც ფენტეზის ჟანრია. ამას გარდა, ახალი ინტერაქციული წიგნის "ფენიქსის" ერთ-ერთი ავტორია.

ღონისძიებაზე წიგნის "ამ მთისა და იმ ბარისა" შეძენა შესაძლებელი იქნება 20%-იანი ფასდაკლებით.

ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/3676784799032658/

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო