ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, ინდოეთში თაჯ-მაჰალის ტაძარი გაიხსნა

ექვსთვიანი პაუზის შემდეგ ინდოეთში ცნობილი თაჯ-მაჰალის ტაძარი დამთვალიერებლებისთვის გაიხსნა. BBC-ის ცნობით, არსებობის მანძილზე ტაძარი ყველაზე ხანგრძლივად იყო დაკეტილი. ამჟამად თაჯ-მაჰალში დღეში 5 000-მდე ვიზიტორი დაიშვება. პანდემიამდე, მსოფლიოს ეს უდიდესი ღირსშესანიშნაობა დღეში საშუალოდ 70 000 ადამიანს მასპინძლობდა.

ტაძრის ტერიტორიაზე სპეციალური ჯანდაცვითი რეგულაციები იმოქმედებს - სავალდებულოა თერმოსკრინინგი, ხოლო ბილეთების შეძენა ელექტრონული ანგარიშსწორების მეთოდით მოხდება. ასევე, აუცილებელია სოციალური დისტანციის დაცვაც.

ტაძრის ტერიტორიაზე დაშვებულია სელფების გადაღება, თუმცა ჯგუფური ფოტოები არ დაიშვება. კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების გამო, თაჯ-მაჰალი მარტში დაიხურა. ტაძრის გახსნას ხელისუფლება ივლისში აპირებდა, თუმცა ვირუსის სწრაფად გავრცელების გამო გადაიფიქრა.

იხილეთ ვიდეო: ინდოეთში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად მინიმუმ 10 ადამიანი გარდაიცვალა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა