ინდოეთში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა

ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად მინიმუმ 10 ადამიანი დაიღუპა. ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს, რომელშიც 40-მდე მეხანძრე-მაშველია ჩართული. მედიის ინფორმაციით, მაშველებმა და ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ნანგრევებიდან ცოცხლად გადარჩენილი 30-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი. ნანგრევებში კვლავ ათობით ადამიანი რჩება.

მომხდარის გამო მწუხარება გამოხატა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ და აღნიშნა, რომ დაზარალებულებს ყვლა სახის დახმარებას აღმოუჩენენ. გავრცელებული ინფორმაციით, შენობა 40 წლის წინ აშენდა და მასში 20-მდე ოჯახი ცხოვრობდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, შენობის შეკეთება იყო დაგეგმილი.

იხილეთ ვიდეო: ინდოეთში საცხოვრებელი სახლის ჩამონგრევის შედეგად მინიმუმ 10 ადამიანი გარდაიცვალა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო