რელიგიის საკითხთა სააგენტო, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს.

„დღეს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელ მარიამის შობას დღესასწაულობს. უდიდეს ქრისტიანულ ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი - ღვთისმშობლის შობა, ტაძრად მიყვანება და მიძინება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი. საქართველოს მართლმადიდებლებისთვის ღვთისმშობლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ითვლება, რომ ჩვენს ქვეყანას წმინდა მარიამ ღვთისმშობელი მფარველობს.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს ულოცავს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და მის მრევლს“,- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა